გიორგი ფხაკაძე,

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი,

ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი ნაირა გალახვარიძე.

ირინა ცეხელაშვილი

ოპოლეს უნივერსიტეტის დოქტორანტი

ხელმძღვანელი: პროფ. ნიკოალაი ივანოვი

 

„შემოქმედებითი ქალაქები“  – როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური ინსტრუმენტი

მეცნიერები ცდილობენ შემოქმედებითი ბუნების განსაზღვრას და ახსნას ისტორიული[1] და თანამედროვე [2] საზოგადოებების ხედვებითა და მათი კულტურული კონტექსტის[3] ანალიზის საფუძველზე. პროფესორ კაჩერაუსკასის მიხედვით, „შემოქმედებითი ქალაქის კონცეფცია ემყარებოდა იდეას, რომ შემოქმედებითი ქალაქი უფრო მიმზიდველია ინვესტორებისთვის. რის შედეგად, ის უფრო პრიორიტეტულია რეგიონთაშორის გლობალურ კონკურენციაში. მკვლევრები საუბრობენ სამეცნიერო და ტექნოლოგიურად შემოქმედებითი მიზნობრივი ჯგუფების კონცენტრაციაზე, აგრეთვე შემოქმედებითი ინდუსტრიების როლზე რეგიონული ეკონომიკის განვითარებაში“.[4]

კულტურული ეკონომიკის განსაზღვრის მცდელობის მიზნით, ა. ჯ. სკოტი[5] გვთავაზობს დებულებას, რომ რეგიონალური ან ადგილობრივი წარმოების ინსტიტუტების ზრდა და გავრცელება, რომელთა საქმიანობა დაფუძნებულია კულტურული პროდუქციის ინდუსტრიაზე, მიემართება არა კულტურული მსგავსობისაკენ, არამედ ფანტასტიკურად გაზრდილი მრავალფეროვნებისკენ გლობალურ დონეზე.

1980-იანი წლების ბოლოს, ცნება „შემოქმედებითი ქალაქი“ პირველად გაჩნდა ურბანულ მეცნიერებებში, კერZოდ კი სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფიის, ეკონომიკისა და სოციოლოგიის კვეთაზე. მისი „წარმოშობის“ მთავარი მიზანი იყო გლობალური ტრანსფორმაციის პროცესებით გამოწვეული კრიზისის დაძლევა, რაც ეკონომიკური და სოციალური კრიტერიუმების ცვლილებების შედეგი გახლდათ.

ამ პერიოდიდან, ინდუსტრიული ეკონომიკის მნიშვნელობა და ხედვა კარდინალურად შეიცვალა, რამაც გამოიწვია მრეწველობისა და ქარხნების ფუნქციონირების შემცირება XX საუკუნის ბოლოს. ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა იმ ქალაქებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდნენ, ინდუსტრიული განვითარების მიდგომის გათვალისწინებით. გამოსავალი შემოთავაზებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობების სხვადასხვა დონის წარმომადგენლის მხრიდან, რომლებსაც ჰქონდათ შემოქმედებითი აზროვნების მიდგომა და შეიმუშავეს ინოვაციური სტრატეგიული ხედვა.

ეს კონცეფცია ითვალისწინებს კომპლექსურ მიდგომებს და ემყარება კონცეფციების ფართო სპექტრს, რომელიც წარმოადგენს ერთი „იდეის” ინტეგრაციას სხვადასხვა დისციპლინის გადაკვეთაზე. აქვე უნდა აღინიშნოს რიჩარდ ფლორიდას მიერ შემოღებული შემოქმედების ინდექსი, რომელიც ეყრდნობა სამი ძირითადი პარამეტრის – ე.წ. „3 “T” მიდგომის“ – ტალანტისა, ტექნოლოგიისა და ტოლერანტობის – გაზომვას საზოგადოებაში.[6] “Washington Monthly”-თან ინტერვიუში მან აღნიშნა – „ამრიგად, კრეატიულობის ინდექსი არის ჩემი ძირითადი მაჩვენებელი რეგიონის ზოგადი მდგომარეობისა შემოქმედებით ეკონომიკაში და ამ ინდექსს ვთავაზობ, როგორც რეგიონის გრძელვადიანი ეკონომიკური პოტენციალის განვითარების ბარომეტრს. ვიხილავ ცხრილებში მოთავსებული შემოქმედების ინდექსის რეიტინგს ზედა 10 და ქვედა 10 წამყვან რეგიონებს, რომლებიც თავის მხრივ 3 ჯგუფად არის დაყოფილი –  დიდი, საშუალო და მცირე ქალაქები / რეგიონები“.[7]

საგულისხმოა, რომ მაგალითი, რომელსაც წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ, წარმოადგენს პოლონეთის ქალაქ ვროცლავს, რომელიც 2016 წელს[8]  ევროპის კულტურის დედაქალაქის გამარჯვებული გახდა. ქალაქი შეირჩა არა მხოლოდ მდიდარი ისტორიული წარსულისა და გამოწვევების დაძლევის გამო, რაც გამოიარა ადგილობრივმა თვითმმართველობამ, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების ინოვაციური ხედვის საფუძველზე – ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ქალაქის სტრატეგიულ საკითხებში უშუალო ჩართულობის თანხლებით.

ჩარლზ ლაუნდრის რჩევით, „ქალაქებს აქვთ ერთადერთი გადამწყვეტი რესურსი –  მათი მოსახლეობა“.[9] ქალაქები გადაიქცნენ გამოსავლების ძიების საცდელ ლაბორატორიებად, რადგან ინდუსტრიალიზაციასა და ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, მოსახლეობის მხრიდან რეალური მოთხოვნილება მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, აქცენტი კეთდება თანამედროვე მოთხოვნაზე, როგორიცაა ინოვაცია და ამდენად, დიდ კომპლექსურ არქიტექტურულ პროექტებშიც კი, საგანამანათლებლო ელემენტი, გასართობთან შედარებით, უფრო მეტ სეგმენტს იკავებს.

ქართული რეალობის კონტექსტში უნდა აღინიშნოს ტურიზმი, რომელიც კულტურულ ელემენტებთან ერთად, მთავარ მამოძრავებელ როლს ასრულებს.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ახალი გადაწყვეტილებები ვერ დაეფუძნება ძველ გამოცდილებას, რომელიც საქართველომ, ძირითადად, საბჭოთა წარსულში და დამოუკიდებლობის ხელახალა აღდგენის – გამოწვევებით სავსე ათწლეულებში დააგროვა. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამედროვე მიღწევები შეიძლება დაეყრდნოს ან პარტნიორი ქვეყნებისა და რეგიონების გამოცდილებას, ან   – თეორიული საფუძვლების შესწავლაზე დაყრდნობით, ინოვაციური პროექტები ნულიდან განხორციელდეს. თუმცა, ცხადია, დამეგობრებული რეგიონების ან ქალაქების გამოცდილება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მათი წარმომადგენლები წარმატებებთან ერთად, ასევე აზიარებენ იმ უარყოფით გამოცდილებასაც, რომელიც შეცდომების თავიდან არიდების საშუალებას იძლევა ინოვაციური კულტურული მიდგომების რეალიზაციისას.

ჩარლზ ლაუნდრის თანახმად, „XXI საუკუნე – ქალაქების საუკუნეა, რადგან პირველად მსოფლიოში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს ქალაქებში. კერძოდ ევროპაში ქალაქებში ცხოვრობს მისახლეობის 75 პროცენტი განვითარებადი სამყაროს ქვეყნებში – 50 პროცენტი, და 80-იან წლებს რომ შევადაროთ – მათ შორის ორმაგი სხვაობაა, რადგან მაშინ ეს რიცხვი მხოლოდ 29 პროცენტს შეადგენდა“.[10]

ვროცლავი[11] მრავალეროვნული ქალაქია, რომელიც თავისი ისტორიული წარსულის[12] გამო, მდიდარია სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებით. ქალაქი სწრაფად ვითარდება, ზუსტად მულტიკულტურალიზმისა და კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური მიდგომის გამო.

2016 წელს ქალაქ ვროცლავმა გაიმარჯვა მასშტაბურ კონკურსში და მოიპოვა ევროპის კულტურის დედაქალაქის წოდება. გამარჯვებამ, თავისი სტატუსის გამო, დაუყოვნებლივ გამოიყვანა ქალაქი და მთელი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე და  აპოვნინა საკუთარი ადგილი მსოფლიოს კულტურული ქალაქების საერთაშორისო რუკაზე.

ვროცლავის მოსახლეობა შეადგენს 641,000[13] ამას ემატება 150 000 სტუდენტი, რომლებიც 23 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში სწავლობენ და შრომითი მიგრანტების რაოდენობა, რაც, ოფიციალური მონაცემებით, მერყეობს – 60-100 ათასს შორის. ქალაქი ცნობილია ავანგარდული კულტურითა და ძლიერი კულტურული ინსტიტუტებით. ტექნიკური პროგრესის სწრაფმა განვითარებამ, ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა და ინფორმაციის გავრცელების ძალიან სწრაფმა ტემპმა დიდი გავლენა იქონია საზოგადოების განვითარებაზე. იმავდროულად, გასათვალისწინებელია შრომითი მიგრაციისა და ხალხის მასობრივი გადაადგილების (უკრაინიდან პოლონეთში) კომპონენტები, რომლებმაც ქალაქი კიდევ უფრო სწრაფი ტრანსფორმაციის წინაშე დააყენა, ვიდრე ეს  თუნდაც პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში იყო.

პოლონეთში ადგილობრივი თვითმმართველობა აგებულია დეცენტრალიზაციის პრინციპზე და აქვს იურიდიული ძალაუფლება, გარანტირებული კონსტიტუციით. აუცილებელი საზოგადოებრივი ამოცანების შესრულებისას საკუთარი სახელით და დიდი პასუხისმგებლობით მოქმედებს –  მისი დამფუძნებელი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით. ადგილობრივი თვითმმართველობის  წევრების არჩევა ვროცლავის კონსტიტუციის თანახმად, ხდება თავისუფალ, უნივერსალურ, ფარულ, პირდაპირ და თანაბარ არჩევნებში მონაწილეობის საფუძველზე.[14]

საინტერესოა, რომ საქართველოში კონსტიტუცია ძალაში შევიდა 2 წლით ადრე,[15] ვიდრე პოლონეთში. მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ განმარტებები ჩვენთან, სახელმწიფოს მხრიდან, ოფიციალურად 1997 წელს გაკეთდა.[16]  

ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობას ვროცლავში დიდი როლი აქვს დაკისრებული, რომლის შესაბამის დონეზეც შემუშავდა შემდეგი პრიორიტეტები:[17]

  • ინოვაციების მოზიდვა და ტექნოლოგიური ცენტრების დაარსება;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრების პრიორიტეტულობა;
  • კულტურისა და ხელოვნების განზომილებების განვითარება;
  • მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა ყველა სტრატეგიულ პროცესში.

წარმატება განისაზღვრა – ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონალური ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით და დაუღალავი შრომით მოეპოვებინათ დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხი და მიეღწიათ სასურველი შედეგისთვის.  განვითარების ტემპი, პირველ რიგში, დაეყრდნო სტრატეგიული კომუნიკაციის კომპონენტების გამოყენების სიჩქარეს, რომელიც ორიენტირებული იყო უახლეს მომავალზე, რათა პროცესში მონაწილე ყველა დაწესებულებას დროულად შეძლებოდა დასახული მიზნების განხორციელება.

შესაბამისად, კულტურის სფეროს განვითარებას საფუძვლად დაედო ქალაქის და რეგიონის შიდა ინსტიტუციური რესურსების გამოყენება და ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტებით მოპოვებული მხარდაჭერა. ინოვაციური მიდგომა მოიცავდა კვლევითი პროგრამების შემუშავებას, რაც მომავალში სტრატეგიული პარტნიორების მოზიდვას, ქალაქის ცნობიერების ამაღლებას და ტურისტების ნაკადის გაზრდას გულისხმობდა. იდენტური მიდგომა იყო გათვალისწინებული განათლების სფეროშიც, რაც, თავის მხრივ, უცხოელი ტურისტი სტუდენტის ნაკადს გულისხმობს არა ერთი კვირის მანძილზე, არამედ ერთი ან რამდენიმე სემესტრით. ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტები და მათი ოჯახის წევრები უნდა გაეცნონ ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და ხელოვნების პროდუქტებს და მზად იყვნენ ქალაქის კულტურის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის.

ქალაქის კულტურა წარმოადგენს და აერთიანებს მრავალ ეთნო ჯგუფს[18], რომლებიც ისტორიულმა მოვლენებმა გადააადგილა და, საბოლოო ჯამში, გადააქცია სტრატეგიული პარტნიორობისა და მემორანდუმის გაფორმების შთაგონების წყაროდ. როგორც ზემოთ აღინიშნა, „ქალაქებს აქვთ ერთი გადამწყვეტი რესურსი – მათი მოსახლეობა”[19] და ადგილობრივი თვითმმართველობა მოქმედებს ამ განცხადების შესაბამისად.

ამდენად, ვროცლავის, როგორც ევროპული კულტურის დედაქალაქის, გრძელვადიან მიზნებად განისაზღვრა:

კულტურის ხელმისაწვდომობა და მონაწილეობა[20]

  • ადგილობრივ მაცხოვრებლებს თავად შეუძლიათ შექმნან კულტურა და განსაზღვრონ მისი დივერსიფიკაცია შეზღუდვების გარეშე;
  • ჰქონდეთ ადვილი წვდომა კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამებისადმი;
  • შეიქმნას საზოგადოებრივი შემოქმედებითი სივრცე, რომლის მიზანი და ფუნქცია იქნება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება კულტურასთან ურთიერთობის მეშვეობით.

კულტურული განვითარება[21]

  • ქალაქი ვითარდება კულტურასთან ერთად;
  • ვროცლავში კულტურის შემქმნელებს შეეძლოთ თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება და გაცვლა;
  • კულტურის სექტორი შესანიშნავად იზიდავს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო, გამოცდილ პროფესიონალებს და აქტიურად უწყობს ხელს ახალი პროფესიონალური კადრების შექმნას.

ბრენდინგი

  • პოლონეთსა და ევროპაში ცნობიერების ამაღლება ქალაქ ვროცლავისა და ქვემო სილეზიის რეგიონის შესახებ;
  • მოსახლეობა ბავშვობიდან უნდა იცნობდეს ადგილობრივ კულტურას და ამაყობდეს ქვემო სილეზიის კულტურული მემკვიდრეობით.

ეკონომიკური განვითარება:

  • ვროცლავს ორჯერ მეტი ტურისტი სტუმრობს, ვიდრე წინა წლების განმავლობაში;
  • კერძო სექტორი უფრო მეტად ერთვება კულტურულ საქმიანობაში;
  • ევროპის კულტურის დედაქალაქის Wroclaw 2016-ის პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხები ეფექტურად დაიხარჯა და წარმოადგინა რეალური, ეფექტური და მნიშვნელოვანი ინვესტიცია.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნიკალური მაგალითია გაერთიანებული, ერთობლივი მიდგომისა, რომელიც გამოიყენა ადგილობრივმა თვითმმართველობამ. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში ერთადერთმა ქალაქმა გაიმარჯვა – მათ მოიწვიეს კულტურული წარმომადგენლობითი პროგრამის მონაწილეები ყველა იმ ქალაქიდან, რომლებსაც კანდიდატობაზე განაცხადი ჰქონდათ შეტანილი ევროპის კულტურის დედაქალაქის 2016 წლის სტატუსის მოსაპოვებლად. ეს ქალაქები გახლდათ – გდანსკი, კატოვიცე, ლუბლინი, ლოძი, პოზნანი და შჩეცინი.

შესაბამისად, ქ.ვროცლავის ხელისუფლებამ სათანამშრომლოდ მოიწვია პარტნიორები მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ ერთად შექმნეს ღონისძიებების პროგრამა. ევროპის კულტურის დედაქალაქთა ისტორიაში, ეს იყო პირველი პროექტი – შემთხვევა, რომელშიც საპატიო ტიტულის მოსაპოვებლად კონკურენციის მქონე ქალაქებმა გადაწყვიტეს თანამშრომლობა. ამიტომაც მნიშვნელოვანია განიხილოს მათი როლი და წვდომა სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიისთვის ECoC2016-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და სხვა შესაბამისი მომსახურების თვალსაზრისით.

იმისათვის რომ წარმოვიდგინოთ ევროპის კულტურის დედაქალაქის 2016 წლის ღონისძიებების მასშტაბი –  გავეცნოთ ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს ოფიციალურ ვებგვერდზე:

წყარო: www.wrocław2016.pl

 

აღსანიშნავია აგრეთვე ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის გაცხადება, რომელიც აშკარად წარმოადგენს სამომავლო თხოვნას ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ:

კულტურის, ინფორმაციისა და გართობის სეგმენტში არსებული პროდუქტების ბაზრის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. წყარო: მატეუშ ბლაშჩიკ www.wrocław2016.pl  

 

ადგილობრივი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ასევე როგორც ქალაქის თანამონაწილეობითი ბიუჯეტის[22] შედგენაში მათი მონაწილეობა –  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის გაღრმავების საფუძველზე. ეს მიდგომა პირველად განხორციელდა 2013 წელს და მას შემდეგ აშკარად შეიმჩნევა ამ კონცეფციის პოპულარობის ყოველწლიური ზრდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოსახლეობის უშუალო მონაწილეობამ გავლენა იქონია მთელი ქალაქის განვითარებაზე. კერძოდ, თანამედროვე და ინტუიციური ტექნიკური მოწყობილობებისა და სისტემების დანერგვამ უამრავი ბიუროკრატიული პროცედურის მოგვარება უზრუნველყო მათი ონლაინ ფორმატში ფუნქციონირების გადატანის მეშვეობით. ცალკე ხაზგასასმელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის ზრდა მუნიციპალური საკითხების მოგვარებაში.[23] ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია ახალი და თანამედროვე სისტემების შემოქმედებითი უპირატესობებისა, რომელთა გამოყენება დღესდღეობით უკვე შეუძლია ქალაქის ნებისმიერ მაცხოვრებელს.

თანამედროვე გამოწვევებისადმი მიმდევრობა ქალაქის თვითმმართველობის მხრიდან და განვითარების სტრატეგიის გამოყენება, რომელიც შეიცავდა მნიშვნელოვანწილად კულტურულ სეგმენტს, თანდათან გარდაიქმნა ქალაქის განვითარების ახალ კონცეფციად, კერძოდ – ე.წ. „ჭკვიანი ქალაქის“[24] ეკონომიკურ განზომილებაში ფუნქციონირებად.[25]

როგორც ჩარლზ ლაუნდრიმ აღნიშნა, XXI საუკუნე „ქალაქების საუკუნეა“ და ეს მაჩვენებლები ნათლად ადასტურებს სოფლის მოსახლეობის მხრიდან კულტურული საქმიანობისადმი დაინტერესებას ქალაქ ვროცლავის მაგალითზე:

ადამიანების პროფილი, რომლებსაც სმენიათ ევროპული კულტურის დედაქალაქის 2016 წლის ღონიძიებების შესახებ მთელი ქვეყნის (პოლონეთის) სოციალურ-დემოგრაფიული პროფილის გათვალისწინებით. (1000=100%). წყარო: იაცეკ პლუტა, www.wrocław2016.pl

ქალაქების განვითარების სტრატეგია, რომელიც ეფუძნება მოსახლეობის უშუალო ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესების დროს კულტურის შემოქმედებით სფეროში ინტენსიური თანამშრომლობისა და ჭკვიანი ინოვაციების საშუალებით, არის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ეფექტური თანამშრომლობის გაღრმავების შედეგზე ორიენტირებული გზა, გადაწყვეტილება და პროცესი. ქალაქ ვროცლავის, როგორც 2016 წლის ევროპის კულტურის დედაქალაქის მაგალითზე, ვხედავთ, თუ რამდენად სწრაფი იყო მოსახლეობის პირდაპირი ჩარულობის შედეგად საკეთილდღეო ცვილელებების გავლენა მთელი ქალაქის ფუნქციონირებაზე, და რამაც საბოლოოდ ასახვა ჰპოვა ქალაქის – როგორც ინოვაციურისა და ჭკვიანი ქალაქის კონცეფციის დანერგვა-განხორციელებაში.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

Giorgi Pkhakadze,

Georgian Shota Rustaveli Theater and Film State University,

Faculty of Arts, Media and Management,

PhD student in Art Management,

Head of: Assoc. Prof. Naira Galakhvaridze

Irina Tkeshelashvili,

Opole University,

Institute of Political Science and Administration

PhD student

Head of: Prof. Mikołaj Iwanów

 

Creative cities – as an effective instrument of a local self-government

 

In the late 1980s, the concept of “creative city” first time appeared in the urban science at the intersection of socio-economic geography, economics, and sociology. The main goal of its “origin” was to overcome the crisis caused by the processes of global transformation, which was a result of economic and social criteria changes.

Starting from this period, the meaning and the vision of the industrial economy drastically changed, what led to the suspension of enterprises and factories in the late XX century. This dramatically affected the cities that had been developing for decades, considering the industrial development approach. The solution was proposed by representatives of different levels of local self-governments who had creative thinking and developed an innovative strategic vision.

Such a plan has brought a new economic dimension and social quality of life to a particular city, making it the most promising way out of the urban crisis. Over the years, various strategic approaches and methods emerged that have produced different models of “creative and innovative cities.”

This concept takes into account complex approaches and is based on wide range of concepts that appear in it simultaneously and is the embodiment of one “idea” at the intersection of different disciplines. As the introduction of the theme will be represented the views of the “founders” of the “creative and innovative cities” (J. Hawkins, R. Florida, Ch. Landry, T. Amabil, etc.) as well as the review of specific examples, which were carried out in different political contexts.

The study case will be introduced by Polish city of Wroclaw, which was selected not only because of its rich historical past and challenges, but also due to the innovative vision of local self-government combined with the strategic role of local population.

In 2016, city of Wroclaw won a large-scale competition and gained the title of European Capital of Culture. The victory, due to its status, immediately brought city and whole country on the international arena and found a place on the international map of the world’s cultural cities.

The local self-government of the city has a great role to play, as the following priorities were considered:

  • Attraction of innovation and establishment of technology centers;
  • Prioritization of the high education and research centers;
  • Development of culture and arts dimensions;
  • Active involvement of the population into all strategic processes;

City Wroclaw’s success and victory were due to the joint efforts of state structures, NGOs and the active population to regain their independence through joint tireless work. The speed of development was primarily based on the use of strategic communication components so that all participating institutions in the process achieve the desired result in the near future.

Accordingly, the development of the cultural sphere was based on the use of the internal institutional resources of the city and the region and the financial instruments of the European Union. The innovative approach involved developing research programs that would attract strategic foreign partners in the future and increase the city’s awareness and increase the flow of tourists. The same approach was envisaged in the field of education, which in turn meant the arrival of foreign tourists not for one week, but for study in one or several semesters. During this period, students and their families should get acquainted with the cultural heritage and art products of the city and be willing to cooperate with the representatives of different branches of the city’s culture.

The city’s culture has represented and continues to unite many ethno groups, which has been driven by history and has been cited as a source of inspiration for several strategic partnership memoranda.

Wroclaw’s long-term goals as the capital of European culture were:

Access to and participation in culture

  • Residents themselves can create a culture and be able to diversify it without restrictions;
  • Have easy access to cultural and educational programs;
  • To create a public creative space, the purpose and function of which will be to establish an independent civil society through relations with culture.

Cultural development

  • The city is developing along with culture and in a combination with culture.
  • In Wroclaw, cultural creators could collaborate and exchange experiences.
  • The culture sector attracts perfectly experienced professionals, trained in local and international, cultural project services and projects, actively supports the creation of staff.

Branding

  • Increase consciousness and awareness in Poland and Europe about the city of Wroclaw and the region of Lower Silesia;
  • The population should be acquainted with the local culture from childhood and be proud of the cultural heritage of Lower Silesia.

economic

  • Wroclaw is visited by twice as many tourists as during previous years;
  • The private sector is more involved in cultural activities;
  • The funds allocated for the implementation of the European Capital of Culture Wroclaw 2016 project were effectively spent and were a real, effective and significant investment.

[1] Adomaitytė, Shift of Creativity Concepts…, 2018, p. 203–210;

[2] Bareviciute, The aspects of creativity…, 2014, p19-28.

[3] Liubinienė, Media literacy…, 2015, p. 134–148

[4] Kačerauskas, The Indices of Creative Cities…, 2015.

[5] Scott, Cultural-products industries 2004, p. 461-472.

[6] Florida, A Study on Creativity Index.., 2005, p 29

[7] Florida, The Rise of the Creative…, 2002.

[8] Successful launch for European Capital of Culture 2016 in Wrocław, 06.VII.2020; Wrocław Chosen as European Capital of Culture 2016 ( 02.VII.2020).

[9] Laundry, The Creative City. 2008.

[10] Ibidem

[11] Wrocław – Vrotslav – ვროცლავი

[12] Davies, Microcosm. A Portrait of a Central European City, 2002 (06.VII.2020)

[13] Population Stat world statistical data (07.VII.2020)

[14] Consitution of Poland from 2nd fo April 1997 25 maja 1997 r., podpisana przez Prezydenta Rzeczypospolitej Polskiej w dniu 16 lipca 1997 r. (Dz.U. 1997 nr 78 poz. 483 z późn. zm.), art. 16 ust. 2.)

[15] საქართველოს კონსტიტუცია, 17 October 1995,

[16] ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

[17] Based on the materials provided by the Department of International Cooperation of Wrocław City Hall (07.VII.2020);

[18] The foundation Kaleidoscope of Cultures as an example (07.VII.2020)

[19] Landry, The Creative City. 2008;

[20] Based on the materials provided by Department of International Cooperation of Wrocław City Hall (07.VII.2020)

[21] ibidem

[22] Wroclaw Rozmawia.Wroclawski budzet-obywatelski 18.I.2021

[23] SMARTCITY WROCŁAW – Nowy system kolejkowy usprawni obsługę we wrocławskich urzędach  (02.II.2021)

[24] SmartCity Wrocław (07.I.2021)

[25] Wrocław- towards a Smart City, Knight Frank Research Report, 2018 (12.I.2021)

016732
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი