86

ვლადიმერ (ლადო) ტატიშვილი

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი,

მედიის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.

საბჭოთა იდეოლოგია და გადასახლებული ჯაზი

(საბჭოთა ჯაზი, რეპრესიები, წითელი რეჟიმი)

„ღამის სიჩუმე ეხმარება გონებას დაისვენოს სამუშაო დღის სხვადასხვა, თუმცა უმნიშვნელო მწუხარებისგან, თითქოსდა, გულში ჩურჩულებს დიდი და პატარა ხალხის მსოფლიო შრომის საზეიმო მუსიკა, ისტორია ახალი სიმღერისა, რომელიც ასე მამაცურად დაიწყო ჩემი სამშობლოს მშრომელმა ხალხმა. მაგრამ მოულოდნელად იდიოტური ჩაქუჩი იწყებს დელიკატურ სიჩუმეში მშრალად დაკაკუნებას – ერთი, ორი, სამი, ათი, ოცი და მათ შემდეგ, როგორც ჭუჭყიანი ნაჭერი სუფთა, გამჭვირვალე წყალში, ველური ყვირილი, სტვენა, ღრიალი, ყმუილი, ხრიალით მოდის, ხეთქვა; ისმოდა არაადამიანური ხმები, რომლებიც ცხენის ჭიხვინს მოგვაგონებს, ისმის სპილენძის ღორის ღრუტუნი, ვირების ტირილი, ისმის უზარმაზარი ბაყაყის ყიყინი; მთელი ხმების შეურაცხმყოფელი ქაოსის რითმები ყურს ver ემორჩილება და ამ ყვირილის ერთი – ორი წუთით მოსმენის შემდეგ იწყებ უნებურად წარმოდგენას რომ ეს შეშლილების ორკესტრია, ისინი გაგიჟდნენ სექსუალური ნიადაგზე და მათი დირიჟორი ფრიალებს უზარმაზარ ფალოსს. ეს არის რადიო, მეცნიერების ერთ – ერთი უდიდესი აღმოჩენა, საიდუმლო, რომელიც მან გამოსტაცა მუნჯ ბუნებას. ეს – რადიო მეზობელ სასტუმროში ანუგეშებს მსუქანი ხალხის სამყაროს, მტაცებლების სამყაროს, აცნობს მათ ჰაერის მეშვეობით ახალ ფოქსტრიტს, რომელსაც შავ კანიანთა ორკესტრი ასრულებს. ეს არის მსუქნების მუსიკა. მისი რიტმით “კულტურული” ქვეყნების ყველა ტავერნაში, მსუქანი ხალხი, ცინიკურად ამოძრავებს თეძოებს, ბინნძურად ემსგავსება მამაკაცის მიერ ქალის განაყოფიერების აქტის სიმულაციას”.[1]

ეს ტექსტი მხოლოდ ამონარიდი არ გახლავთ მაქსიმ გორკის ვრცელი სტატიიდან, ეს ზოგადად იმ პერიოდის შეხედულებაა ამ მუსიკალური მიმდინარეობის მიმართ, რომელიც არსებობდა თითქმის 100 წელი, მაგრამ, ეს მსუქნების მუსიკა“ და „ღორების ხმაური“ არ იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ კონტროლდებოდა ასე მკაცრად მისი არსებობა საბჭოთა პერიოდში. რამხელა ძალას უნდა წარმოადგენდეს მუსიკალური ჟანრი, როცა ის შიშის გრძნობას ჰგვრის ამხელა მონსტრის ხელმძღვანელობას. იმ დროინდელი ვითომდა ხუმრობით ნათქვამი ცნობილი ფრაზა – “Сегодня ты играешь джаз, а завтра – Родину продашь!'” ნათლად გადმოცემს თუ როგორი დამოკიდებულება არსებობდა და, რაც მთავარია, როგორი იდეოლოგიური საშიშროების იარაღი იყო ჯაზი.

მიუხედავად იმისა, რომ 20-ან წლებში საჭოთა მუსიკოსებიც გამოჩდნენ, რომლებიც ეპარებოდნენ ამ მუსიკალურ მიმდინარეობას, ისინი არ იყვნენ თამამნი ბოლომდე, რადგან ხშირ შემთხვევაში, რეპერტუარი შეთანხმებული იყო ზემდგომ ორგანოებთან. თუ გავიხსენებთ ლეონიდ უტიოსოვის ორკესტრს, რომელსაც დღეს ჯაზს უწოდებენ, ცოტა არიყოს სასაცილოა, რადგან საყვირის სოლო პარტია არ ნიშნავს ჯაზის არსებობას შემოქმედებაში; თუკი კარგად გადავავლებთ თვალს იმ პერიოდის მუსიკალურ სამყაროს, დავინახავთ, რომ ხსენებული მუსიკოსის რეპერტუარი დიდად არ განსხვავდება საერთო სურათისაგან. არსებობდნენ ბევრად უფრო ჯაზთან მიახლოვებული მუსიკოსებიც, მაგრამ მათი პოპულარობა უმნიშვნელო უნდა ყოფილიყო როგორც ფართო, ასევე ძალიან მცირე აუდიტორიისათვის. გავიხსნებ შახნაზაროვის მხატრულ ფილმს „ჩვენ ვართ ჯაზიდან“, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსის მიერ შეკრულ ჯგუფს უსმენენ კომისის წევრები; ჯაზური კომპოზიციის შესრულების დროს, ერთ-ერთი კომისის წევრი ეკითხება მათ თუ როდის მოხდა სპარტაკის აჯანყება და მხოლოდ სწორი პასუხის შემდეგ  იძლევა  თანხმობას, რომ ჯაზ კოლექტივს შეუძლია საესტრადო სცენაზე გამოსვლა. ეს ეპიზოდიც ძალიან კარგად ასახავს იმ დროიდელ ეპოქას, რადგან აუცილებელია დარწმუნდე – თავად შემოქმედნიც იზიარებენ პროლეტარიატის შეგნებას და გმობენ ბურჟუაზიას, მიუხედავად იმისა, რომ ჯაზიც, შეიძლება ითქვას, მონების თავისუფლებისადმი სიმღერიდან იწყება (ბლუზი). ჩვენს რეალობაში ის მაინც კონტროლირებადი უდა ყოფილიყო, რადგან დასკვნა გახლდათ ერთი: მუსიკლური ჟანრი, წოდებული ჯაზად ანვითარებს აზროვნებას და არავის უნდოდა წითელ აზროვნებაში, რომ იგივე შედეგი ყოფილიყო, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა შავკანიანი მოსახლეობა თანასწორობას ითხოვდა. მიუხედავად იმისა რომ, საბჭოთა პროპაგანდა გვიკიჟინებდა თანასწორობას და ყველას გვასწავლიდა თუ როგორი თავისუფლები ვართ, რეალობა სხვა პორტრეტს გვიხატავდა: მოაზროვნე ადამიანი საშიში იყო სახელმწიფოსათვის. სწორედ ამიტომ დაიკარგა და გაქრა ძალიან ბევრი შესანიშნავი შემოქმედი. ყველანაირი განსხვავებული ხედვა სისტმის ნგრევის პირდაპირპროპორციულია, ამიტომ ის უნდა იყოს ცოტა და მკაცრად კონტროლდებოდეს, ან უკეთესია საერთოდ არ იყოს.

1936 წელი 26 იანვარი გაზეთი «Правда», სტატია სათაურით – «Сумбур вместо музыки». ანონიმური ავტორი აკრიტიკებს დიმიტრი შოსტაკოვიჩს – თითქოსდა მან, ისედაც რაღაც გაუგებარ მუსიკაში, ბევრი რამ ისესხა ჯაზისაგან. შეიძლება ითქვას, ეს პირდაპირი მესიჯი იყო შემოქმედთათვის; რადგან მთავარ საბჭოთა გაზეთში, რომლის სტატიები პირდაპირ სტალინთან თანხმდებოდა, ავტორი ლაფს ასხამს კოპოზიტორის შემოქმედებას; მიუთითებს, რომ მისი თამამი ექსპერიმენტები ეწინააღმდეგება პატიოსანი საბჭოთა ადამიანის იდეოლოგიას.[2] რამდენიმე წლის შემდეგ კოპოზიტორი მართლაც გარიცხეს კონსერვატორიიდან, მიზეზით  – პროფესიულად გამოუსადეგარი. მსგავსი ქმედება არ ხორციელდებოდა მხოლოდ მუსიკოსებზე და კიდევ უფრო მკაცრად კონტროლდებოდა მსმენელი, რომელიც მალავდა ჩანაწერებს, რომელთა მოსმენას ან დარაბებს მიღმა ახერხებდა, ან მხოლოდ ფირფიტებიდან მტვერის გადაწმენდით კმაყოფილდებოდა. ჯერ კიდევ 1924 წელს შექმნილი კოლეგია, რომელიც აკონტოლებდა „გრამოფონის“ რეპერტუარს, თითქმის კარდაკარ დაიოდა, ან სულაც მარტივად უფრთხობდა ძილს მათ, ვისზეც მეზობლის მიერ დაწერილი „დანოსი“ არსებობდა, რომლის თანახმადაც – ბინიდან  მიუღებელი ჰაგები ისმოდა. სამწუხაროდ არაფერი იცვლებოდა გენერალური მდივნების ცვლილებისას, რადგან  ერთი იდეოლოგია არსებობდა. როცა რადიო მაუწყებლობა აქტიურად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, დაიწყო დაპატიმრებები და სხვადასხვა უცხოური რადიო ტალღების დახშობა. თუმცა მოხერხებული ადამიანი მაინც ახერხებს მოისმინოს ის, რაც მას ანიჭებს თავისუფლებას. ძალიან ბევრს ამბობს ფაქტი, როცა თბილისელები კოჯორში ადიოდნენ, რადგან მხოლოდ იქ და მხოლოდ კონკრეტულ ადგილას იჭერდნენ რადიო „ამერიკის ხმას“, კერძოდ გადაცემას „ჯაზის დროა“. საბჭოთა ფსიქოლოგია ძალიან მარტივ ფორმულას ვერ მართავდა – რასაც კრძალავ, ის უფრო საინტერესო ხდება, მით უმეტეს შემოქმედება მოწყურებულ მოაზროვნე ადამიანებს შორის.

იური ანდროპოვი, 80-იანი წლების საბჭოთა კავშირის პირველი პირი გახლდათ, რომელზეც აბობდნენ – ჯაზი უყვარდაო და იმასაც აბრალებდნენ – ავია კატასტროფაში დაღუპული გლენ მილერი იყო. დიახ, ის გლენ მილერი, რომელიცთავის დროზე წითელ ცენზორებს გამოეპარა,ცისფერ ეკრანებზე  გამოჩდა და ერთი აგური გამოაცალა საბჭოთა სისტემას. რა თქმა უნდა, ანდროპოვს არანაირი შეხება არ ჰქონია მილერთან, ეს უბრალოდ მორიგი ჭორი იყო; თუმცა მას ნამდვილად ჰქონდა ჯაზ შემსრულებლებთან პირდაპირი კავშირები, როცა იგი ისეთ ორგანოებს ხემძღვანელობდა, რომლებსაც ევალდებოდათ ამ უაზრო მუსიკალური ჟანრის მუსიკოსების პარპაშის შეჩერება.

სწორედ ამ პერიოდში ასპარეზზე გამოჩდა ჯაზ ფენომენი, რომელმაც არა მარტო რეჟიმს, არამედ თავად ჯაზსაც გამოუცხადა ბრძოლა და აღნიშნა, რომ მან უნდა დაუკრას თავისი ჯაზი. ეს გახლდათ ვაგიფ მუსტაფა ზადე. მუსიკოსი, რომელიც არანაირად ჯდებოდა საბჭოთა კულტურულ ცხოვრებაში. მუდმივად დაძაბული ურთიერთობა სახელმწიფოებრივ მონსტრთან და ასევე მის მიმართ უდიდესი ინტერესი მსოფლიო ჯაზ სამყაროს მხრიდან დაუშვებელი იყო საბჭოთა კავშირისათვის. რად ღირს ფრაზა უდიდესი ჯაზ შემსრულებისაგან, როგორიც იყო დიზი გილესპი, როცა მან ვაგიფის შემოქმდებას – მომავლის მუსიკა უწოდა და არ იქნება ჰაერზე ნათქვამი, რომ მორიგი ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ, სრულიად ახალგაზრდა მუსიკოსს, 39 წლის ვაგიფ მუსტაფა ზადეს, კონცერტის მსვლელობისას გაუჩერდა გული. თუმცა საბედნიეროდ არ გარდაცვლილა მისი შემოქმედება და იგი მუდამ რჩებოდა საბჭოთა კავშირის ზემდგომი ორგანოების თავის ტკივილად. საინტერესო ფაქტია, როცა გადაცემა ამერიკის ხმამ მას მიუძღვნა გადაცემა „ჯაზის დროა“ და მისმა წამყვანმა ვილი სკანოვრემა ის დააყენა უდიდესი ჯაზ პიანისტების გვერდით. ეს ის რადიოა, რომელსაც ჩუმად უსმედნენ, მაგრამ ხმამაღლა საუბრობნენ იმ ფენომენის შესახებ, რასაც ჯაზი ჰქვია.

სამწუხაროდ ბევრი მუსიკოსის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ან უბრალოდ ჩვენამდე ვერ მოაღწია. ვინ იცის რამდენი მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსი ააორთქლა ჰაერში რეჟიმმა და მუსიკალური ჟანრი უბრალოდ გადაასახლა .

XXI საუკუნე, დღევანდელი დღე, ვითომდა დემოკრატიული სივრცე, თუმცა ფესვები კვლავ წითელი, სიტყვა თავისუფალი, მაგრამ აზროვნება ხარისხს მოკლებული. გავთავისუფლდით ბოლომდე? თუნდაც შემოქმედებითად ? …. ჯერ არა. იყო დრო, როცა რეჟიმი ებრძოდა აზროვნებას და ახლა მოვიდა დრო, რომელიც თავად ებრძვის სიღრმეებს შემოქმედებაში და მაღალი ხელოვნება, კოვიდ-19-ით დამძიმებული პაციენტისა არიყოს, ხელოვნურ სუთქვაზე ჰყავს შეერთებული.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • газ. Правда, Горький, 18/04/
  • газ. Правда, Сумбур вместо музыки, 26/01/

 

 

Lado Tatishvili,

The Humanitarian and Social sciences,

Business and Management Faculty

Assistant professor

 

Soviet ideology and exiled jazz

 

  • This “fat music” and “pig noise” was so appreciated by Maxim Gorky that the musical genre was called jazz.
  • How powerful a musical genre should be when it makes you feel afraid to lead such a great monster.
  • If we recall the orchestra of Leonid Utiosov, which today is called jazz, it is a bit ridiculous, because the solo part of the trumpet does not mean the existence of jazz in creativity.
  • I will open Shkhnazarov’s feature film “We Are from Jazz” where a group of young musicians listen to the commission members when they perform a jazz composition. When performing a jazz composition, a member of one of the committees asks them when the Spartacus Rebellion took place, and only after the correct answer does he agree that the jazz collective can perform on the pop scene.
  • January 26, 1936, the newspaper Pravda, entitled “Sumbur vmesto musky”, in which the anonymous author criticizes Dmitry Shestakovich, as if he had borrowed a lot from Jzas in some incomprehensible music.
  • A similar action was not only performed on musicians, it was even more strictly controlled by the listener, who hid the recordings and could only be heard behind bars.
  • Unfortunately, there is no information about many musicians, or they just haven’t reached us, who knows how many world-famous musicians have been blown away by the regime
  • The 21st century, today, is supposed to be a democratic space, although the roots are still red, the word is free, but the thinking is lacking in quality and art is united by artificial suffocation.

[1] Горький,1928.

[2] Сумбур вместо музыки, 1936.

016293
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი