გიორგი ზაქარაშვილი,

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს  სახელმწიფო უნივერსიტეტის,

ხელოვნების მენეჯმენტის პროგრამის დიქტორანტი

ხელმძღვანელი: პროფ. ნინო სანადირაძე

 

კულტურის სფეროს შესყიდვების

რეგულაციის საკითხებისთვის

 

თანამედროვე გაგებით, ცნება “კულტურა” განსაზღვრავს საზოგადოების სულიერი განვითარების მდგომარეობას, განაპირობებს ერის, როგორც ერთიანი კულტურული ფენომენის არსებობას, როგორც საერთო ენის, მეხსიერებისა და იდეის მატარებელ საზოგადოებრივ ერთობას, სადაც ვითარდება თანამედროვე ხელოვნება, ხელოვნების თეორია, პრაქტიკა, კულტურის მართვის ფორმები და ჩვენ ვხედავთ კულტურის პოლიტიკის ახალ გამოწვევებს. სამწუხაროდ, სახელმწიფოებს ჯერ კიდევ არ გააჩნია  კულტურის მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკა, კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რაც განაპირობებს ქაოტურ სიტუაციას კულტურის ყველა სფეროში და დარგების არათანაბარ განვითარებას. საქართველოში უკიდურესად მცირეა ბიუჯეტიდან კულტურისა და, კერძოდ, ხელოვნებისთვის გამოყოფილი თანხა. არ არის მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა, რომელმაც უნდა დაარეგულიროს კულტურის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, განსაზღვროს მათი აღსრულების მექანიზმები და უზრუნველყოს კულტურის ყველა სფეროს თანმიმდევრული განვითარება. უგულებელყოფილია გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღების პრინციპები და კულტურის მართვა მიმდინარეობს მოხალისეობრივად, ცალკეული პირების ხედვისა თუ გემოვნების კვალდაკვალ, ობიექტურად არსებული კანონზომიერებებისა და პირობების გაუთვალისწინებლად. არ მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა კულტურის განვითარების სტრატეგიების შემუშავების პროცესში. ქვეყანაში კულტურის სფეროს მართვის თანამედროვე ფორმები პირველ ნაბიჯებს დგამს, და შესაბამისად, კულტურის სფერო და კულტურის ეკონომიკური საკითხებიც მნიშვნელოვანი ხდება.

მნიშვნელოვანია კულტურაში დაფინანსების ფორმებისა და დაფინანსების საკითხების განხილვა, გაანალიზება, ასევე, სახელმწიფოს როლის გათვალისწინება. კულტურის სფეროს მართვა ხორციელდება ცენტრალიზებული ვერტიკალის პრინციპით. საქართველოში კულტურის სფეროს კონკრეტული პროექტები სახელმწიფოსაგან რეგულარულ ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებენ, რაც საკმაოდ ხშირად, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ხერხდება. აღსანიშნავია, რომ კულტურის სფეროს განვითარება და ეფექტიანი ფუნქციონირება, თავის მხრივ, დადებით გავლენას ახდენს ინვესტიციების მოზიდვაზე, რაც აუცილებელია ქვეყანაში ან მის რომელიმე რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად.

დღეისათვის, კულტურის სფეროს მართვა განიხილება როგორც პროცესი, რომელიც შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული დაგეგმვის, ორგანიზების, მოტივაციისა და კონტროლის ფუნქციებისგან. ღონისძიების წარმატება დამოკიდებულია რეალურ შედეგზე ორიენტირებულ და დროში გაწერილ სამოქმედო გეგმაზე. გეგმის წარმატება სწორი საპროგრამო შეთავაზებებით იწყება: გეგმის მოწონების შემდეგ, აუცილებელი ხდება კოლეგების გათვითცნობიერება, რადგან შესაძლოა, ვინმე მნიშვნელოვანი თანამშრომელი გეგმის გარეშე დარჩეს და ამდენად, სათანადოდ ვეღარ შეასრულოს საქმის მასზე დაკისრებული ნაწილი. სახელმწიფოში საზოგადოებრივ მოწყობასთან დამოკიდებულებით, არსებობს სამი ძირითადი საშუალება კულტურის დაფინანსებისა: საბაზრო, საბიუჯეტო და შერეული.

კულტურის სფერო მმართველობის ეფექტურობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საკანონმდებლო-მარეგულირებელი ბაზის დახვეწაა გასათვალისწინებელი; აქ იგულისხმება სხვა დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანა, მაგ., საქართველოს ორგანული კანონი,[1] ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კანონი შესყიდვების შესახებ და სხვ. აუცილებელია რატიფიცირებულ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან ჰარმონიზაცია და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესება. კულტურის სფეროს განვითარება შეუძლებელია ერთიანი სტრატეგიული გეგმის გარეშე,  მხოლოდ ცალკეული პროექტებითა და გრანტებით− პროექტიდან პროექტამდე. მისი განვითარება უნდა ეყრდნობოდეს ჩამოყალიბებულ სტრატეგიას. ქვეყნის კულტურის პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა იყოს სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიასთან, უნდა ეხმიანებოდეს იმ პრიორიტეტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური პრობლემების დარეგულირებას, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებასა და ჰუმანიზაციას. ეროვნულ კულტურას სახელმწიფოსთვის იმდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რომ ხელისუფლების უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოები კულტურის ყველა დარგს შესაძლებლად მაქსიმალურ ფინანსურ თუ სხვა სახის მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას უნდა უწევდეს, ისე, როგორც ამას ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნები აკეთებენ.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა “პოსტსაბჭოურ” ქვეყნებში (რუსეთი; ბელარუსი), სახელმწიფო იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კულტურის სფეროში. “პოსტსაბჭოთა” პერიოდის დადგომისას სახელმწიფოებმა არაერთი ახალი მოდელი შეიმუშავეს, რომლებიც კულტურის სფეროს განვითარებასა და მხარდაჭერას გულისხმობდა. თუმცა, მათ უმრავლესობას პრაქტიკული შედეგები არ მოჰყოლია.მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო წარმატებით ახალი პრიორიტეტებისა და პროგრამების განხორციელება (ლიტვა; ესტონეთი). ახალი მიმართულებების წარმატება განისაზღვრება იმ სპეციალისტების ავტორიტეტით, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მის შექმნაში. ჩამოყალიბდა “საზოგადოებრივ-სახელმწიფო” მოდელი, რომელიც დღესაც მუშაობს. ეს არის ე.წ “შერეული” მოდელი, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს პრიორიტეტების განსაზღვრას, “ამერიკული” მიდგომის ელემენტების გამოყენებით. მსგავსი მოდელი გულისხმობს საზოგადოების ყველა სექტორის თანამონაწილეობას კულტურულ ცხოვრებაში. მოდელის განსახორციელებლად არსებობს სხვადასხვა მეთოდი: შეხვედრებისა და ფორუმების ორგანიზება, ღია შეხვედრები, საჯარო მოსმენები. 

2016 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო “კულტურის სტრატეგია 2025-ის”[2] მომზადება, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კულტურის დაფინანსება, კულტურის მმართველობის ძირითადი პრონციპები, კულტურის მიმართება სხვა სფეროებთან, კულტურაზე წვდომა და კულტურული მრავალფეროვნება. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სტრატეგია 2025 მომზადებაში არაერთი სფეროს ექსპერტი და სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, არც სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ მიგვიღია საკანონმდებლო თუ სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები დარგის განვითარებისა და არსებული პრობლემების გაუმჯობესებისთვის.

არსებული სიტუაციის სწორად მართვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებაა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვებისახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი მარეგულირებელი მიმართულებაა კულტურის სფეროს მართვისა და დაგეგმვისთვის, დარგობრივი თავისებურების პრობლემებს მაინც ქმნის, რაც ხშირ შემთხვევაში, აფერხებს როგორც კულტურის ორგანიზაციათა გამართულ მუშაობას, ისე –  ახალი პროდუქტების შექმნის პროცესს.

სახელმწიფო შესყიდვების რეგულირებისთვის კანონი[3] 1998 წელს შეიქმნა, რომლის მიზანი სამართლიანი და გამჭვირვალე შესყიდვების უზრუნველყოფა იყო. სახელმწიფო შესყიდვების რეგულირების საკონტროლებლად დაარსდა ასევე ორგანიზაცია – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო[4] და შეიქმნა სხვადასხვა მარეგულირებელი დოკუმენტი.

საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა და, ასევე – პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 191 მუხლითა და საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.

სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხას და შესყიდვების განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მისი მოქმედება სხვა სფეროებთან ერთად არ ვრცელდება შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებზე: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე; ამ კანონის მიზანია:

ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი წარმოების, მომსახურების გაწევისა და სხვადასხვა სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა;

დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა;

ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

სახელმწიფო შესყიდვები შინაარსობრივად “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული – შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შეძენას წარმოადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ძირითადი პრინციპებია:

შესყიდვების საჯაროობა და გამჭვირვალობა;

არადისკრიმინაციული და კონკურენტული გარემოს შექმნა;

საჯარო ფინანსების რაციონალური და მიზანშეწონილი ხარჯვა.

სახელმწიფო შესყიდვების პროცესს საქართველოში ეროვნულ დონეზე კოორდინაციას უწევს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემა დეცენტრალიზებულია და შესყიდვების განხორციელებაზე უფლებამოსილია კონკრეტული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მართლზომიერებაზე. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია: რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის მიხედვით.

სახელმწიფო შესყიდვა ეს არის სახელმწიფო შესყიდვების კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სხვა სამუშაოს შესყიდვა შემდეგი სახსრებით: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრებით; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების სახსრებით; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით; საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის, ასევე სახელმწიფო გარანტიით მიღებული საკრედიტო და საინვესტიციო სახსრებით; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის, ასევე იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით.

სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ დასადგენ სპეციალურ წესს შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამისი საწარმოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინადადებათა საფუძველზე. საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური წესის დაუდგენლობის შემთხვევაში, შესყიდვა უნდა განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად.

მოუხედავად იმისა, რომ არსებობს მარეგულირებელი დოკუმენტები და საკანონმდებლო ჩარჩო, საკმაოდ გართულებულია კულტურის სფეროს ობიექტებში კანონით გათვალისწინებული ქმედებების შესრულება, განსაკუთრებით ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა – შემოქმედებითი რესურსები და ინტელექტუალური საკუთრებები.

სახელმწიფო შესყიდვები კულტურის სფეროში: საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი) შესყიდვების სისტემა, უმეტესწილად, დეცენტრალიზებულია; რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია დამოუკიდებლად განსაზღვრავს მის საჭიროებას, ახორციელებს შესყიდვების დაგეგმვას, იმპლემენტაციას, ხელშეკრულების მართვასა და წარმართული შესყიდვების ანალიზს. საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი ხარჯვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის დავალებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ზოგიერთი შესყიდვის ობიექტზე (მათ შორის კულტურის სფეროში) უშუალოდ ახორციელებს შესყიდვებს ცენტრალიზებული ფორმით, ე.წ. კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით.

დღესდღეობით, საქართველოში ოპერირებს დაახლოებით 5000-მდე შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელთა შესყიდვების წლიური სავარაუდო ბიუჯეტი დაახლოებით 4 მილიარდ ლარს და, შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს უახლოვდება. ქვეყნის მასშტაბით ოპერირებადი სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ შესყიდვების მთლიანი მოცულობის 70%-მდე წარიმართება ელექტრონული ფორმით, ღია ტენდერების საშუალებით. მაგ, გასული წლის განმავლობაში, ელექტრონული ფორმით ჩატარებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულებამ, დაახლოებით, ორნახევარი მილიარდი ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულებამ სამ მილიარდამდე ლარი შეადგინა. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილ შემსყიდველ ორგანიზაციებს სამინისტროები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები წარმოადგენენ. მოუხედავად იმისა, რომ    ბოლო 5 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ამარტივებს შესყიდვების პროცედურებს და ტენდერებთან წვდომას, ხოლო, მეორე მხრივ, ელექტრონული სისტემის გამჭვირვალობა უზრუნველყოფს კორუფციის სისტემურ პრევენციას, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს არამართლზომიერი ქმედების რისკები.

შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მათ შორის კულტურის სფეროს მწარმოებელი ორგანზაციების შესყიდვების გამოცდილება ადასტურებს, რომ წარმატებულ შესყიდვას დიდწილად კვალიფიციურად წარმართული შესყიდვის წინამოსამზადებელი ეტაპი განაპირობებს. შესყიდვების წინამოსამზადებელ ეტაპთან დაკავშირებული დებულებებია: შესყიდვების დაგეგმვა, მიწოდების ბაზრის კვლევა, საკვალიფიკაციო და ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა და შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციების შემუშავება. ამ რეკომენდაციების სათანადოდ გამოყენება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მრავალი სატენდერო დოკუმენტის ხარისხს, რაც სათანადოდ აისახება როგორც სახელმწიფო ტენდერებში მიმწოდებელთა მაღალ აქტივობაზე, ასევე – წარმატებულად დასრულებული შესყიდვების რაოდენობრივ მაჩვენებელზეც. თუმცა, მიუხედავად შესყიდვების დადებითი მხარეებისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო შესყიდვები კულტურის სფეროში ინტელექტუალური და შემოქმედებითი რესურსების შესყიდვის შემთხვევაში, ხშირად ტექნკური დოკუმენტაციის მომზადებისას პრობლემებს ქმნის. მაგალითად, როდესაც სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებულია 5000 ლარზე მეტი ერთგვაროვანი პროდუქციის ან მომსახურების მეტი ღირებულების ობიექტის ტენდერის წესით შესყიდვა, ხშირ შემთხვევაში, რთულდება ტექნიკური დავალების მომზადება,  თუ შემსყიდველ ორგანიზაციას სჭირდება კვლევითი სამუშაო,  – რომელიც, გარდა ტექნიკური კრიტერიუმებისა, მაგალითად, შესასრულებელი სამუშაოს გვერდების რაოდენობა, შესრულების ვადა, და სხვა – შესაძლებელია დეტალურად გაიწეროს. ასევე რთული და, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია გაიწეროს კომპეტენცია და შესასრულებელი სამუშაოს კვლიფიკაცია, ინტელექტუალური შესაძლებლობების ფარგლებში. იგივე ხდება კულტურის სხვა მიმიართულებების კუთხით, როგორებიცაა მომსახურებები თეატრის სფეროში, სამუზეუმო საქმიანობაში და სხვა.

შესყიდვების მოსამზადებელი ეტაპი შესყიდვების პროცესის საწყისი ფაზაა, რასაც მოსდევს ცალკეული შესყიდვების განხორციელების, შესყიდვის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების მართვისა და განხორციელებული შესყიდვის ანალიზის ეტაპები.    მოსამზადებელ ეტაპში იგულისხმება ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა გადაიდგას შესყიდვების კოორდინატორებისა და ორგანიზაციის სხვა პასუხისმგებელი პირების მიერ იმისათვის, რათა შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება, დამტკიცება და შემდგომ ცალკეული შესყიდვებისათვის სხვა მოსამზადებელი სამუშაოების გაწევა – განხორციელდეს.

შესყიდვების სფეროს არაერთი თეორეტიკოსი მიიჩნევს, რომ შესყიდვის ყოველ პროექტს ახასიათებს სამი ძირითადი განზომილება. ამ განზომილებებს განეკუთვნება – ღირებულება, დრო და პროექტის შესრულების ხარისხი. აღნიშნული განზომილებების ილუსტრირება ხორციელდება ეგრეთ წოდებული “სამკუთხედის” მეშვეობით: ღირებულება, ხარისხი, დრო.  მოუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ტიპის შესყიდვის განხორციელებისას, სამივე კომპონენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, აუცილებელია, გავითვალისწინოთ კულტურის სფეროს სპეციფიკა და თავისებურება, რომელიც, ერთი მხრივ, დგას შემოქმედებით რესურსებზე და, მეორე მხრივ, წარმოების პროცესში ეყრდნობამხოლოდ შემოქმედებით რესურსებს. სწორედ ეს მიზეზები, ხშირ შემთხვევაში,იძლევიანკულტურის მიმართულებით განხორციელებული შესყიდვის  მაგალითებსაც, რომელთა უმრავლესობა ვერ ექვემდებარება დადგენილ წესს და კანონის მიხედვით, შესაბამისი უწყებებისა თუ მთავრობის სპეციალური დადგენილებებით – ხორციელდებიან.

მაგალითისთვის შესაძლებელია განვიხილოთ დოკუმენტი “საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №686 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, “საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №686 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმის “ზამთრის სიმღერა” გადაღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 705003 (შვიდას ხუთი ათას სამი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით”.

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მონიტორინგის” შესახებ არაერთი საინტერესო მაგალითია მოყვანილი. 2017-2019[5] წლებში ბათუმში საზეიმო ღონისძიებებისთვის 1 493385 ლარის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა, საიდანაც 827 735 ლარი (ჯამური თანხის, დაახლოებით, 55%) გამარტივებული შესყიდვების გზით გაიხარჯა. წინასწარ განსაზღვრულ, კალენდრით დადგენილ ღონისძიებებზე (საახალწლო კონცერტები, ბათუმის საკურორტო სეზონის გახსნა, 26 მაისი, ბათუმობა) საბიუჯეტო თანხების გამარტივებული წესით ხარჯვა კი თავად გამარტივებული წესით შესყიდვის დასაბუთების კრიტერიუმებს ეწინააღმდეგება, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში, რომელშიც 2017-2019 წლებში საზეიმო ღონისძიებების ორგანიზებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებებია შესწავლილი. მსგავსი მაგალითები შესყიდვების სპეციალისტების მხრიდან განიხილება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის არაეფექტიანი განკარგვა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათი დასაბუთება შესაძლებელია კულტურის სფეროს წარმოების თავისებურებითა და ეგრეთ წოდებულ CPV კოდების[6] არასრულყოფილი ჩამონათვალით.

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ეფექტიანი სისტემის არსებობა დიდწილად განაპირობებს სახელმწიფოს (სახელმწიფო ორგანიზაციების) მიერ მოქალაქეთათვის მიწოდებული პროდუქტის ხარისხსა და მომხმარებელთა მიერ მიღებულ სარგებლიანობას; თუმცა,იმავდროულად, გასათვალისწინებელია კულტურის სფეროს ორგანიზაციების უმრავლესობის დაფინანსების ფორმები, ორგანიზაციათა უმრავლესობას შემოსავლების საკუთარი წყარო არ გააჩნიათ ან მათი ოდენობა ძალიან მცირე და არასაკმარისია, თუნდაც აუცილებელი ხარჯების დასაფარავად. ამიტომ, ისინი ან მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან ან მისგან  იმ ოდენობის  სახსრებს  ღებულობენ, საიდანაც ნაწილობრივ ფარავენ ხარჯებს.

სახელმწიფო შესყიდვების კანონის მოქმედების არეალის გაფართოება და სპეციალური რეგულაციების შემუშავება კულტურის ორგანიზაციათა მხრიდან, საშუალებას მისცემს წარმოებისა და ახალი პროდუქტების შექმნის გზით, მიიღონ დამატებითი შემოსავლები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში კულტურის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას გაზრდის ნებისმიერი მოქალაქისთვის.

 

 

[1] საქართველოს კანონი კულტურის შესახებ #751, საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №41.

[2] საქართველოს სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის დოკუმენტი „კულტურის სტრატეგია 2025“ დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის N303 დადგენილებით.

[3] საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ – განახლებულია 06.01.2020.

[4] საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე“.

[5] საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ მომზადდა კვლევითი დოკუმენტი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის ამაღლების ანაგარიში. თბილისი, ივნისი, 2013.

[6] შესყიდვის ობიექტების კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ეხმარება შემსყიდველებს, მიაკუთვნონ შესყიდვის ობიექტი აპრობირებულ კოდებს.

 

Giorgi Zakarashvili,

Ph.D. student at the Shota Rustaveli Theater and Film State University of Georgia; Faculty of Arts, Media and Management – Art Management Program

Head of: Prof. Nino Sanadiradze

 

On Cultural Procurement Regulation Issues

 

Summary

 

In the modern sense, the concept of “culture” defines the state of spiritual development of a society. It expounds the existence of a nation as a unified cultural phenomenon, as a common unity of a shared language, memories and ideas, where art, its theory, its practice and the forms of cultural management are being developed. Here we can also see the new challenges arising in the politics of culture.

Unfortunately, the Georgian state does not yet have a clearly defined state policy of culture, a strategic plan for the development of culture. Hence, this primarily leads to a chaotic situation in all spheres of culture and the unequal development of its sectors. The funds allocated from the budget for culture and in particular for art, are extremely small.

The principles of democratic decision-making are neglected and the management of culture is carried out voluntarily, in the footsteps of the vision or taste of individuals, without taking into account the objectively existing regularities and conditions. The civil society is not involved in the process of generating cultural development strategies.

Modern forms of cultural management are taking the first steps in Georgia, and thus, the importance of the cultural sphere and the economic issues of culture are becoming more and more significant. It is important to discuss and analyze funding forms and funding issues in culture, along with the role of the state and its importance well as. The management of the cultural sphere is carried out on the principle of centralized vertical – top-down direction. In Georgia, specific projects in the field of culture need regular financial support from the state, which quite often, for various reasons, fails. It should be noted that the development and efficient functioning of the cultural sphere, in turn, has a positive impact on attracting investment, which is necessary to create new jobs in the country or any of its regions and to solve social problems.

Today, culture management is seen as a process that consists of interrelated planning, organizing, motivating, and controlling functions. The success of an event depends on the actual outcome-oriented and timely action plan. The success of the plan begins with the right program proposals: Once the plan has been approved, it becomes necessary for colleagues to become aware of it, as an important employee may be left without a plan and thus may no longer be able to carry out the task assigned to them. Depending on the socio-political and economic system of the state, there are three main means of financing culture: market, budget, and mixed.

To ensure the efficiency and effectiveness of governance in the field of culture, the relevant legislative-regulatory framework needs to be refined, which includes changes to other related legislation (e.g., Organic Law of Georgia – Local Self-Government Code, Law on Procurement, etc.).  It is necessary to harmonize with the ratified international legal acts and to improve the law enforcement mechanisms in the development of the field.

The development of the cultural sphere is impossible without a unified strategic development plan only with separate projects and grants – from project to project. Its development should be based on an established strategy. In 2016, at the initiative of the Ministry of Culture and Monument Protection of Georgia, the preparation of Culture Strategy 2025 began, which includes the following issues: funding of culture, basic principles of governance of the cultural sphere, relations with other fields, access to culture and cultural diversity. Although the Culture Strategy 2025 involved a number of field experts and governmental agencies in the process of its preparation since the approval of the strategy no significant legislative or other changes to improve the field and to solve the existing problems have taken place.

One of the most important issues for the proper management of the current situation is the direction of public procurement, which, although an important regulatory direction for state budget organizations, still creates problems for the management and planning of the field of culture. This often hinders the constructive work of cultural organizations and it also obstructs the process of creating new products.

000802
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი