ჯაზის განვითარების ეტაპები

ჯაზი ეს არის მუსიკალური მიმდინარეობა, რომელიც ჩაისახა ამერიკაში, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ოფიციალურად მის დაბადების ადგილ მდებარებობად ნიუ ორლეანი სახელდება.  მეცხრამეტე საუკუნეში ჯაზის ჩასახვა დაიწყო მისი რამდენიმე პრე ჟანრებით. ესენია, “რეჯითაიმით” და “ბლუზით”. პირველი, მეტად მაჟორული განწყობის მუსიკალური ჟღერადობა ქონდა, ამიტომ ისინი მეტად გასართობი მიზნით იკვრებოდა მეჯლისებზე, ვოდევილებში. ფაქტობრივად ამ ჟანრმა დადო პირველი აგური ჯაზის შექმნაში. ჟანრის ოსტატად და ამავდროულად ჯაზური კილოს პირველ შემქნელად სკოტ ჯოპლინი სახელდება. რომელმაც რეჯითაიმში შეიტანა აფრიკული მელოდიურობა და აკორდთა არა სტადარტული და იმ დროისთვის უცნაური წყობა. შემდეგი ასე ვთქვათ მეორე მშობელი არის ბლუზი. ეს ჟანრი როგორც ცნობილია მომუშავეთა ჟანრად არის აღიარებული. მას ბამბის პლანტაციებში მომუშავე “ზანგები” თავისუფალ დროს მღეროდნენ და მასში მათ ტრაგიკული ცხოვრების შესახებ ჰყვებოდნენ.  ამ ჟანრმა მუსიკალურზე მეტად ჯაზს სოციალური დატვირთა უანდერძა. რადგან შემდგომში ჯაზი, ბულზზე მეტად სოციალურად დატვირთული და შავი რასის იდენტობის დროშა გახდა. ჯაზიმა დაბადა ისეთი დღეს დღეობით ცნობილი და ფაქტობრივად თანამედროვე მუსიკაისშეუცვლელი ინსტრუმენტი დოლი იგივე “დრამი”. ის თავის დროზე აიწყო სხვადასხვა ტიპის დასარტყამი ინსტრუმენტით, ციმბალებით და მოვიდა იმ სახით რა სახითაც მას ჩვენ ვიცნობთ. ჯაზში წამოწეული იყო 4 სახის საკრავი; ესეინია ჩასაბერი (საყვირი,ტრომბონი,საქსაფონი) ბასი (კონტრაბასის სახით), დასარტყამი ინსტრუმენტები და კლავიშები (ორღანი, ფორტეპიანო…)

ჯაზის 20-30იან წლები

1920 წელს ამერიკის ხელისუფლებამ დაადგინა “მშარლი კანონი”, რომელიც გულისხმობდა ყველანაირი აკოლჰოლის წარმოების,გაყიდის და მოხმარების აკრძალვას. ამის და გამო დაიწყომიწისქვეშა ბარების გახსნა სადაც ხდებოდა აკოჰოლის არალეგალურად გაყიდვა. მათ შიგნით იმძლავრა მუსიკა რომელიც მელოდიურობით წააგავდა რეჯითაიმს მაგრამ მისგან გასხვავდებოდა  რითმით. მას უფრო მეტად ტრადიციული აფრიკული რითმი ჰქონდა. ზუსტად ეს ის ჟანრიიყო რომელსაც შემდგომში ჯაზი სახელით გაიცნო ფართო მასებმა. სიტყვა “ჯაზი” იმ დროინდელ ამერიკულ ლექსიკაში დამკვიდრებული იყო როგორც “აღვირახნილის”, “ენერგიულის”სინონიმი.იმის გამო მუსიკა მეტად თამამს ხდიდა ქალბატონებს და უბიძგებდა მათ მამაკაცებთანარშიყობისკენ, იმ დრინდელმა  ამერიკელებმა მუსიკოსებმა მას ეს სახელწოდება უწოდეს. პირველი ბედნები 1919,20 წლებში ყალიბდება. პირველი ბენდი 1919 წელს შემქნა კიდ ორიმ. 1922 წელს ბესი სმითმა ჩაწერა პირველი “სინგლი” და იწყება ნელნელა ჯაზის აღმავლა და ამერიკულ კულტურაში დამკვიდრება. ამ თაობის უდიდესი წარმომადგენლები არიან ; ლუი ამსტრონგი, არტ შოუ, ჯელი როლ მორტონი,ბენი გუდმენი,ლენი გუდმენი…
იმის და მიუხედავად რომ ეს მიმდინარეობა მეტად აფრიკულ მოტივებზე იყო აგებულიიმ დრინდელმა თეთრკანიანმა ამერიკელებმაც აუღეს ალღო და შემდგომში მათგანაც არანაკლებდიდი ჯაზ მუსიკოსები წამოვიდნენ.  ამავე ხანებში გაჩნდა განშტოებები ერთერთი მათგანი არის  “სვინგი” რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა შემდგომში ჯაზ რითმიკა. ჯაზი 2/4 დან გადააწყო 4/4 ზე რაც იმ დროისთვის ძალიან დიდ რამ გახლდათ.

ჯაზი 30-40 წლებში

ჯაზი დღითიდღე იცლებოდა და იძენდა ახალ შესაძლებლობებს. ჯაზის შექმნიდან მალევედაიწყო ამ ჟანრში სიმღერბის წერა, მაგრამ იგი მეტად წააგავდა ბლუზის სტილის ტექსტებს. მაგრამ 30 იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ახალგაზრდა ყმაწვილი დუკ ელიგტონი რომელმაცჩამოაყალიბა შემდგომში “ჯაზ სტანდარტი”. მან ერთგვარად შექმნა ნიმუში თუ როგორიტექსტუალური რითქმიკა უნდა ჰქონოდა ჯაზ სიმღერბს. მან არა მარტო სიმღერის მხრივ არამედ ტექნიკის და ჟღერადობის მხრივა.  30 იან წლებში ჯაზში ფაქტობრივად დუკის ხანა იყო და პირველობას ვერავინ ეცილებოდა.

40-იან წლებში ჯაზი მეტად დამკვიდრდა იმ დროინდელ საზოგადოებში ასე რომ ვთქვათ სახელი აღიდგინა. ამ პერიოდში მეტად გამოჩდნენ სოლო მუსიკოსები თუ მანამდე მუსიკოსები, ბენდებში უკრავდნენ, 40იანი წლების შუა ხანებში დაიწყო ტენდეცია სოლო ჯაზმენების, ასეთები იყვენენ; ბადი რიჩი (დრამი), ჩარლი “ჩიტი” პარკერი (საქსაფონი), არტ ბლეიკი (დრამი),ელა ფიჯერალდი (ვოკალი) და ა.შ. მათ ფაქობრივად ნიადაგი გაამზადეს იმ დიადი ჯაზის ოქროს ხანისთვის რომელიც შემდგომში დადგა.

ჯაზი 50-60 იან წლებში
(ოქროს ხანა)

50-იან წლებში ჯაზს უკვე მრავალი მიმდინარეობა გაუჩნდა როგორებიცაა; “ბიპოპი”, “ქულ ჯაზი” და “სვინგ ჯაზი”. ჯაზმა სრული კონტროლი მოპოვა იმ დროინდელ ამერიკულ მუსიკაში და ფაქტობრივად იგი გახდა ამერიკული მუსიკის სავიზიტო ბარათი. ჯაზი არა თუ საძრახი არამედ ყველაზე პრესტიჟული ჟანრი გახდა. ამისა და გამო იმ დროინდელმა ჯაზმენებმადაიწყეს ფიქრი ამ ჟანრის “კონსერვატიულ” დონემდე აწევაზე და ამ ჟანრის სუნივერსიტეტო დონის სწავლაზე. ამის ადა გამო ამერიკის მუსიკალურმა აკადამიამ 1959 წლიდან დაამატა პირველი ჯაზ ნომიცაია “საუკეთესო ჯაზ სოლო იმპროვიზაციის” კატეგორიაში. 50-იანი წლები არის ჯაზ ისტორიაში ოქროს ხანა რადგან ამ პერიოდში გამოჩნდნენ ისეთი დიდი მუსიკოსები როგორებიც არიან; ბილ ევანსი, ჩეთ ბაკერი, ჯონ კოლტრეინი, მაილს დევისი, დევ ბრუბეკი, პოლ დესმონდი და სხვა.  მათ შეძლეს და ჯაზი ინდივიდუალურ დონემდედაიყანეს. მათი მუსიკა იმდენად პიროვნულია რომ პირველსავე ნოტებზე მიხვდებადაკვირვებული მსმენელი კოლტრეინის ბიპოპს, ევანსის და ბაკერის დეპრესიულ მშვიდ ნოტებს,მაილის მტკიცე ჟღერადობას. განსაკუთრებულად მინდა გავამახვილო ყურადღება ჯონ კოლტრეინის კარიერაზე და პერსონაზე ყურადღება.
60-იან წლებში წამოვიდა ახალი თაობა მუსიკოსების და  მიმდინარებოების. ოფიციალურადუკვე ჩამოყალიბდა ლათინური ჯაზი რომელზეც 20 იანი წლებიდან დიდი როლი ითამაშა კუბამ.ასევე ჯაზში დაემატა ინდური ეთნო მუსიკა რამაც ჯაზი მეტად მისტიკური გახადა. ამის ინიციატორი იყო ჯონ მაკლაჰინი. ასევე ლათინურ ჯაზსში ახალი სიტყვა თქვა ჩიკ კორეამ. ხოლო ჯაზ ვოკალში ახალი მეტყველება შემოიტანა ელ ჯერომ.

ყურადღება მინდა გავამხვილო ამ პერიოდის ყველაზე დიდ ჯაზმენზე რომელმაც ჯაზ ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა.

ჯონ კოლტრეინი
(სიახლის გოლიათური ნაბიჯები)

ჯონ კოლტრეინი დაიბადა 1926 წლის 23 სექტემბერს. ამერიკაში, ჩრდილო კაროლინიაში, ქალაქ ჰამლეტში. მისი მუსიკალური კარიერა, ფილადელფიაში დაიწყო, როცა ის დედამისთან 1943 წელს გადასახლდა. მისი პირველი ალტ საქსაფონიც სკოლის პირველ დღეს დედამ უყიდა, რადგან სურდა შვილისთვის რაიმე ინტერესი გაეჩინა და აერიდებინა იმ დროს გამეფებული კრიმინალური ცხოვრებისთვის. ასეც მოხდა 1945 წლისთვის სკოლის ჯგუფში „კოქტეილ ლაუნჯ ტრიო“ ში უკრავდა სადაც მასთან ერთად გიტარა და ფორტეპიანო იყო.
1945-1946 წლებში იგი ფლოტში მსახურობდა იქიდან ჩამოსვლის შემდეგ ჯერ კინგ კოლაქსის ბედში, შემდეგ  ჯიმ ჰითის ბიგ ბედნში დაიწყო დაკვრა. 1948 წელს იგი ერთ ერთ დღია ტურნეებს აკეთებდა  ედი „კლინჰედ“ უილსონთან ერთად,ხოლო მომდევნო წელს იგი დიზი გილესპის ბიგ ბენდს შეუერთდა, როგორც სოლო ალტ-საქსაფონის დამკრველი. მოგვიანებით 1951 წელს გილესპის იმ მცირე ჯგუფში იყო, რომელმაც კომპოზიცია ჩაწერა ალბომისთვის school days. 1952 წელს ტურნემ ერიკ ბოსტიკთან ერთად ის ცნობილი გახადა  და 1953 წლის მიწურულს კი კოლტრეინი უკვე ჯონ ჰოჯისის ნონეტში უკრავდა. ორი წლის შემდეგ იგი იმ დროის ყველაზე დიდ და გავლენიანი მუსიკოსის მაილს დეივისის ბენდში მოხვდა. დეივისის კვინტეტი იმ დროს ლეგენდარული შემადგენლობით იწონებდა თავს როგორებიც იყვნენ ; საყვირი-მაილს დეივისი, ალტ-სონი როლინზი (რომელიც კოლტრეინმა შეცვლა 1955 წელს) კლავიშები-რედ გარლანდი, დრამი-ფილი ჯოი ჯონსი და ბასი-პოლ ჩემბერსი. კოლტრეინმა ამ ლეგენდარულ კვინტეთან ერთად 1955 წელს prestige- cookin, relaxin, workin და steamin, ხოლო 1956 წელს სტუდიისათვის Columbia – round about midnight ჩაწერა. ამ ლეგენდარულ ბენდში ყოფნა მას დიად კარიაერას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ 1957 წელს იგი ძალიან დიდი დაძაბულობის ფონზე იგი ბენდიდან წავიდა. როგორც მაილსი ამბობდა იგი კოკაინზე გახდა დამოკიდებული და ხშირად კონცერტებზეც კი არ მიდიოდა.

1957 წლის ზაფხულში კოლტრეინმა თავი დააღწია ნარკოდამოკიდებულებას და ფაქტობრივად სულიერად გამოიღვიძა. მან დაიწყო საკუთარი თავის მუსიკალური განვითარებამა. ამავე პერიოდში მან ხანგრძლივ ანგაჟემენტს მოაწერა ხელი. სადაც იგი თელონიუს მონკის კვარტეტში დაუკრავდა. ზუსტად ამ პერიოდიდან მონკის ცვალებადი მუსიკის დაკვირსას მან იმის განვითარება დაიწყო, რასაც შემდგომ „ბგერითი ზეწრები“ ეწოდა და მისი მუსიკალური მახასიათებელი გახდა. იმ ზაფხულს მონკისა და კოლტრეინის ერთობლივმა მოღვაწეობამ ჯაზის სამყაროს შოკი მოჰგვარა. 1957 წელი კოლტრეინისთვის საუკეთესო გამოდგა. ზაფულში მონკთან ერთად five spot-ში მოღვაწეობის გარდა, ნოემბერში კარნეგი-ჰოლში გამართული ნობილი კონცერტზე დაუკრა, გარდა ამისა, როგორც სოლისმა ცნობილ ხმის ჩამწერ კომპანიაში, blue note შისადებიუტო ალბომი blue  train ჩაწერა, რომელიც შემდგომში კლასიკად იქნა აღიარებული. 1958 წელს იგი დეივისის კვინტეტში დაბრუნდა და 2 უდიდეს ალბომში მიიღო მონაწილეობა ესარის იმავე წელს გამოსული milestones და 1959 წელს ჯაზის ისტორიაში ყველაზე გაყიდავდი ალბომი kind of blue. ამავე წელს  Atlantic-ში შედგა მისი დებიუტი მეტად ჰარმონიულად ურთულესი ალბომით giant step (ამ ალბომში ამავე სახელწოდების მქონდე კომპოზიცია ჯაზის ეტალონად არის აღირაებული). 1961 წელს სოპრანო-საქსაფონზე მან დაუკრა მისი კარიერის ყველაზე ცნობილი კოპოზიცია my favorite things. რომელიც კოლტრეინის კვარტეტმა პიანისტ მაკოი ტაინტერის, კონტრაბაისის ჯიმი გარისონის და დრამერ ელვინ ჯოუნისმა შეასრულა.

60იანი წლები მეტად დახუნძლული და ნოყიერი იყო მის ცხოვრებაში. 1962 წელს კოლტრეინმა ახლად ჩამოყალიბებულ სტუდია impulse!-ში ჩაწერა დაკვეწილი balladas, მუსიკალურად უაღრესად დათვირთული live at the village vanguard, 1964 წელს crescent და დუკვდავი A love supreme. ამას 1965 წელს ჩაწერლილი ნოვატორული transitions და first meditations მოჰყვა. ჯონ კოლტრეინმა ცნობილ ალტ-საქსაფონისტებთან არჩი შიპსა და ფეროუ სანდერსთან, ასევე მესაყვირე ფრედი ჰაბართან ერთად თავისუფალი ჯაზის ნამდვილი მანიფესტი სახელწოდებით Ascension ჩაწერა. კოპოზიციაში meditations ში მან მეორე დრამერი დაამატა. კოლტრეინმა უკანასკნელად 1967 წელის თებერვალში ჩაწერა – ეს იყო პროვოკაციული დუეტების სერია დრამერ რაშიდ ალისთან ერთად. ალბომი მისი გარდაცვალების შემდეგ სახელწოდებით interstellar space გამოვიდა. მისი უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე ბალტიმორში 1967 წლის 7 მაისს შედგა. იმავე წელს 17 ივლის კოლტრეინი 40 წლის ასაკში ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა. მისი ღვაწლი ჯაზის ისტორიაში, მის მუსიკალურ განვითარებაში ფასდაუდებელია. იგი 1998 წელს აფრიკულმა სამართმადიდელო ეკლესიამ წმინდად შერაცხა.

ჯაზი 70-იან წლებში

სამწუხაროდ 70 იან წლებში ჯაზში დიდი სიტყვა ვეღარავინ თქვაისევ და ისევ ძველი დიდი ჯაზმენები აგრძელებდნენ კარიერას ან კიდევ 60 იანების ბოლოს გამოჩეინლმა თითზე ჩამოსათვლელიმართლაც დიდი მუსიკოსი თუ იქნებოდა. ამიტომ ამ პერიოდს ჯაზისკრიზისს უწოდებენ. ამის შემდეგ დაიწყო ჯაზ სამყაროში ერთგვარი დიდი გამყივნარება რომელიც დღემდე გრძელდება.  ამ პერიოდში ესჟანრი ფაქტობრივად გადაყლაპა მისგან წამოსულმალა ახალმა ჟანრმაფანკმა, თან ამავდროულად დაიწყო დისკო ეპიქა სადაც ჯაზის ადგილი აღარ იყო.

ამ პერიოდში ჯაზ სცენას დაუბრუნდა 50 იანი წლების წარმომადგენელი რომელსაც გამორჩეული იყო თავისი გარეგნობით და მისი დაკვრის სტილით. ეს ლეგენდარული ჩეთ ბაკერი იყო.

ჩეთ ბაკერი
(ნოტი არა ჰაერის ვიბრაცია, არამედ სულის გამოძახილი)

მშვიდი ნოტების მბრძანებელი ჩესნი (ჩეთ) ჰენრი ბაკერი 1929 წლის 23 დეკემბერს იელში (ოკლაჰომას შტატი) დაიბადა. მამისი მუსიკოსი გიტარისტი იყო და ადგილობრივ ქანთრის და ვესტერნ-ბენდებში უკრავდა. როდესაც ჩესნი 10 წლის გახდა, ოჯახი საცხოვრებლად სამხრეთ კალიფორნიაში გადავიდა. შვილის მუსიკით გატაცებისთვის ხელო რომ შეეწყო, ჩესნი უფროსმა მას ტრომბონი უყიდა, მაგრამ 12 წლის ბიჭს ინსტრუმენტის ხელში დაჭერა უჭირდა, ამიტომ ტრომბონი საყვირმა შეცვალა. 17 წლისამ სკოლა მიატოვა და არმიაში მსახურობდა, ბერლინში და იქვე არსებულ სამხედრო ორკესტრში უკრავდა. სამხედრო სამსახურის დასრულების  შემდეგ სან-ფრანცისკოს ღმაის კლუბების სტუმრობდა. სადაც ჯაზს უკრავდმემე : ასეთი bob city და the Blackhawk. მცირე ხანს ოსტატობას სტენ გეცთან ხვეწდა. შემდეგ ბიბოპის კერპმა, ჩარლი პარკერმა დასავლეთ სანაპიროზე ჩასატარებელი კონცერტებისთვის პარტნიორად აირჩია, რამაც ჩეტის პოპულარობა ერთიორად გაზარდა.

1952 წელს ბეიკერი ჯერი მილიგანის კვარტეტს შეუერთდა, რომელსაც პიანისტი არ ჰყავდა და ეს იმ დროის ჯაზში რევოლუციური ნოვაციად ითვლებოდა. მელანქოლიური ბალადის ინტერპრეტაცია ჩეტ ბეიკერს განსაკუთრებით გამომსახველი სოლოთი ჰიტად იქცა და მას შემდეგ ბალადის შესრულება სწორედ მესაყვირის სოლოსთან ასოცირდება. 1953 წელს ნარკოტიკების მოხმარების გამო მილიგანი დადააპატიმრეს, ამიტომ ჩეტმა საკუთარი კვარტეტი პიანისტ რას ფრიმენთან, კოტრაბასისტ კარსონ სმითთან, დრამერ ბობ ნილთან ერთად ჩამოაყალიბა, ხოლო 25 წლისამ 1954 წელს pacific jazz ში ჩაწერლილი ალბომით chet baker sings სოლოკარიერა დაიწყო. ჯურნალმა down beat-მა მკითხველთა გამოკითვების შედეგების თანახმად, ის საკუეთესო დებიუტანტ მესაყვირედ დაასახელა. 1955 წელს ბეიკერი თავის გარეგნობის წყალობით ჰოლივუდში მოხვდა და მის დებიუტი ფილმში Hell’s horizon შედგა. სცენას 1956 წელს ჰარდ-ბოპის სტილში მოღვაწე კვარტეტით დაუბურუნდა, რომლის ხელმძღვანელი  „ჯაზის მაცნეების“ ყოფილი პიანისტი ბობ ტიმონსი იყო. 1957 წელს birdland all stars-თან ერთად ტურნეში გაემგზავრა, მოგვიანებით კი ჯგუფს ევროპაში შეუერთდა. 1959  წესლ იტალიაში კიდევ ერთი ფილმის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა. ფეროინზე დამოკიდებულებამ უკვე იმ დროისათვის მის კარიერას საფრთხე შეუქმნა. ჩეტი იტალიაში ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს და მომდევნო ათწლეული ევროპაშ გაატარა. ამ პერიოდში ხშირად ხვდებოდა ციხეში ისევ და ისევ ნარკოტიკების მოხმარები გამო 1960 იან წლებში მისი ჯანრთელობის მდგომარეობა ისე გაუარესდა, რომ სცენაზე საერთოდ აღარ ჩნდებოდა, მხოლოდ ხანდახან სტუდიებში მუშაობდა.

1970 იან წლეის დასაწყისისთვის ბეიკერმა საერთოდ შეწყვიტა დაკვრა. ძველმა კოლეგამ ჯერი მალიგანმა, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ სცენაზე ტრიუმფალურ დაბრუნებაზე დაითანხმა და მათი კონცერტიც კარნეგი-ჰოლში გაიმართა. 1978 წელს ბეიკერი ევროპაში გადავიდა და შეწყვეტილი კარიერის გასაგრძელებლად სერიოზულად ემზადებოდა. 1980 იან წლებში სტუდიებში ჩანაწერებზე ინტესიურად მუშაობდა. მისი შერყეული ჯანრთელობის მიუხედავად, იმდროინდელ ჩანაწერები ისეთი სენტიმენტალური კომპოციების ინტერპრეტაციების შეიცავს, როგორიც არის my foolish heart, I fall in love too easily, she was to good to me და რასაკვირველია my funny valentine. 1988 წლის 12 მაისს ბეიკერმა სოცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა- ის ამსტერდამის ერთ-ერთი სასტუმროს მეორე სართულიდან გადავარდა. მის ნომერში გეროინი და კოკაინი იპოვეს, ხოლო გაკვეთამ სიკვდილის მომენტში ორგანიზმში ამ ნივთიერებათა კვალი აღმოაჩინა.

ჩეთი 1950 იანი წლების დასავლეთ სანაპიროს ქულ ჯაზის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი მესაყვირე და ვოკალისტი იყო. იგი ინტიმურ სტილში უკრავდა და მღეროდა. ის თავისი თავშეკავებულობით და სიფაქიზით მნიშვნელოვნად განსხვავდება შფოთიანი ბოპერების- დიზი გილესპის თუ ფეტს ნავაროსაგან. თავისი გარეგნობის წყალობით ქალებში ფრიად პოპულარული ბეიკერი 1959 იან წლებში თავისთავად, მარტივად აღმოჩნდა ჟურნალების ყდების გარეკანზე, მაგრამ ზემოთ აღნიშნული ნარტკოდამოკიდებულების გამო ბეიკერმა დაკარგა მისი გარეგნული სილამაზე. იგი ცნობილი იყო როგორც დასავლეთის სანაპიროს დიდ თეთრ იმედს-სანდომიანი ახალგაზრდა ტკბილხმოვანი საყვირით.

015672
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი